სააღმზრდელო პროცესი განახლდა ქედის ბაღებში

18 სექტემბერი 2023, 14:18 724 ნახვა

14 საბავშვო ბაღში განახლდა სააღმზრდელო პროცესი ქედაში. წელს ბაღში 120 აღსაზრდელი პირველად შევა. ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 486 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ქედის ბაღა-ბაგების გაერთიანების ინფორმაციით,  წელს   სხვადასხვა სიახლე დაინერგა. მათ შორისაა ელექტრონული რეგისტრაციის პორტალი, მიმდინარეობს აკრეტიდაციის პროცესი.  

გარდა ამისა ქედის ხუთ საბავშვო ბაღში ახალი ინფრასტრუქტურით დაიწყო მუშაობა. სოფელ ვაიოს, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის საბავშო ბაღებს ჩაუტარდათ კოსმეტიკური სამუაოები.

რიგ ბაღში მოეწყო გარე ფასადი, ასევე შეიღება ინტერიერი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი