პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში დაიწყო. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, გაიმართება გენერალური დებატები, მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამიტი. პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს გენერალურ ასამბლეასა და მსოფლიო ლიდერებს.
პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.