ქედის 29 საჯარო სკოლაში 147 პირველკლასელია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცეს და მათთან ერთად ერთად სკოლის ეზოში ხე დარგეს.
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლას ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
174 პირველკლასელია წელს ხულოში. სწავლის დაწყება მათ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.