ლიბიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა, 20 000-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიშემ აბუ ჩკიუატის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.
გაეროში აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში, ამ შემზარავი სტატისტიკის თავიდან აცილება შეიძლებოდა.