მარკო ვერატი კატარის კლუბის, „ალ-არაბის“ ფეხბურთელი გახდა

13 სექტემბერი 2023, 22:33 627 ნახვა

იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი „პარი სენ-ჟერმენიდან“ კარიერას კატარის კლუბში, „ალ-არაბიში“ გააგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ვერატი სამი წლის მანძილზე, ჯამში, 90 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.მარკო ვერატის სანაცვლოდ „ალ-არაბიმ“ პარიზელებს 45 მილიონი ევრო გადაუხადა.

მარკო ვერატიმ კარიერა პესკარაში დაიწყო, სადაც 2008-2012 წლებში ითამაშა, შემდეგ კი 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ პარი სენ-ჟერმენმა შეიძინა. იტალიელმა ნახევარმცველმა ფრანგულ კლუბში 416 მატჩში 11 გოლი და 61 საგოლე პასი მიითვალა, მოიგო 30 ტიტული, მათ შორის 9-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში