დაკავება გამოძალვის და მუქარის ბრალდებით

13 სექტემბერი 2023, 14:52 689 ნახვა
00:00
00:00

პოლიციამ გამოძალვის და მუქარის ფაქტებზე 1 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 50 წლის კაცი საკუთარ დედას თბილისსა და ახმეტაში საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში