მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 15 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

22 მაისი 2025, 10:21 312 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 15 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

უწყების ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, რუმინეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ირანისა და რუსეთის - ჯამში 15 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში