დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა. საპატიმრო პროკურატურის წარმომადგენლებმა და დაცვის მხარემ ცოტა ხნის წინ დატოვეს. დაკითხვის პროცესი ორი დღის წინ დაიწყო. როგორც დეკანოზის ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზს ჩვენების მიცემისას დაფიქსირებული ჰყავს ყველა ის პირი, ვისი მხრიდანაც მასზე მუქარები და ზეწოლები ხორციელდებოდა. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, დეკანოზმა პროკურატურას უთხრა, რომ თუ ე.წ. კრიტიკულ კითხვებზე დამატებითი პასუხების მოსმენა სურთ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვა.ადვოკატის თქმით, კრიტიკული შეკითხვები, საპატრიარქოს შეეხება. როგორც რამიშვილი ამბობს, დეკანოზმა დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარი მასზე მუქარისა და ზეწოლის გამო თქვა.