თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

11 სექტემბერი 2023, 20:20 1062 ნახვა

პრემიერა შედგა ბათუმის თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე. რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დასთან ერთად “სიზმარში დაკრეფილი ყვავილები“ წარმოადგინა, რომელიც საგანგებოდ ფესტივალისთვის მომზადდა. ერთმოქმედებიან თოჯინურ სპექტაკლში ოთხი მსახიობი და სამი თოჯინა მაყურებელს მათი პერსონაჟების ოცნებებსა და სიზმრებზე უყვება. მესამე საკონკურსო დღეს ფესტივალის პროგრამაში კიდევ ერტ სპექტაკლი იყო.  თბილისის თოჯინების თეატრის დასმა მაყურებელს თოჯინური სპექტაკლი “კონკია“ წარადგინა, რომელიც როსინის საოპერო ნაწარმოების მიხედვით იყო დადგმული. თეატრალური წარმოდგენის მუსიკალური გაფორმება გური ზაქარეიშვილს ეკუთვნის,  ინსცენირების ავტორი და სცენოგრაფი კი რეჟისორი ვახტანგ ქორიძეა. მისი თქმით, მათი მიზანი იყო შექმნილიყო ბავშვებისთვის საოპერო თოჯინური სპექტაკლი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში