საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლას, სავარაუდოდ, 29 მარტიდან შეძლებენ. ისტორიულ გადაწყვეტილებას ხელი ერთი საათის წინ მოეწერა. საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიიდან და მეორე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებიდან, რომელმაც უვიზო რეჟიმი მიიღო.