პრეზიდენტის იმპიჩმენტი

10 სექტემბერი 2023, 20:08 630 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, 11 სექტემბრის სხდომაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს განიხილავს.

იმპიჩმენტის საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტებია, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს.

სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც "ქართული ოცნების" უმრავლესობას არ გააჩნია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი