თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

10 სექტემბერი 2023, 17:19 916 ნახვა

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. მეორე საკონკურსო დღეს მაყურებლის წინაშე ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დასი წარდგა სპექტაკლით „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“. 19 საათზე კი ჩანიშნულია ბორჯომის თოჯინების თეატრი წარმოდგენა “შეშლილის წერილები“.

პარალელურად იმართება მასტერკლასები. მასტერკლასი-სასცენო მეტყველება, ფესტივალის მსახიობებისთვის, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორმა მანანა ბერიკაშვილმა ჩაატარა.

ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტმბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება. 6 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 10 სპექტაკლი, აქედან 8 საკონკურსო და 2 არასაკონკურსო ჩვენებაა.

7 ნომინაციაში გამარჯვებულს და მათ შორის გრანპრის მფლობელს საერთაშორისო ჟიური 13 სექტემბერს გამოავლენს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში