ოპოზიცია პრემიერის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

10 სექტემბერი 2023, 18:04 552 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური სპექტრი სპეციალური ბრიფინგებით გამოეხმაურა.

„ლელო“ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. 

ღარიბაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს ''ნაციონალური მოძრაობაც''.

რაც შეეხება ''ქართულ ოცნებას'', აქ ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია სახელმწიფოს ხარჯზე და მას საქართველოს კანონი არც ამჯერად დაურღვევია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი