ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. მეორე საკონკურსო დღეს მაყურებლის წინაშე ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დასი წარდგა სპექტაკლით „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“. 19 საათზე კი ჩანიშნულია ბორჯომის თოჯინების თეატრის წარმოდგენა “შეშლილის წერილები“.
პარალელურად იმართება მასტერკლასები. ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტმბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
6 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 10 სპექტაკლი, აქედან 8 საკონკურსო და 2 არასაკონკურსო ჩვენებაა.
7 ნომინაციაში გამარჯვებულს და მათ შორის გრანპრის მფლობელს საერთაშორისო ჟიური 13 სექტემბერს გამოავლენს.