სალომე ზურაბიშვილის მიმართვა და პოლიტიკური შეფასებები

08 სექტემბერი 2023, 11:08 481 ნახვა

მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საღამოს საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა მისი ევროპაში ვიზიტის მიზეზი  და აღნიშნა, რომ ამაყია, როცა ქართველ ხალხს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში წარადგენს.

„ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს იქნება, არასდროს რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი'' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში