დღეს რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები ტურნირში 9 სექტემბრიდან ჩაერთვება და პირველ მატჩს „სტად დე ფრანსეზე“ ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.