დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება

08 სექტემბერი 2023, 10:15 486 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისში ''დინამო არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

საქართველოს ნაკრებს 3 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება.

ესპანელებმა კი 2 მატჩში 3 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილს იკავებენ.

აქედან გამომდინარე ორივე ნაკრებისთვის დღევანდელ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველო და ესპანეთი ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ. აქედან 4 გამარჯვება ესპანეთის მხარესაა, ხოლო ერთი მოგება საქართველოს.

შეგახსენებთ,რომ სანიოლის გაწვრთნილი საქართველო სექტემბრის სანაკრებო მატჩების დროს ესპანეთის გარდა ნორვეგიასის ნაკრებს გასვლაზე დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში