ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია

07 სექტემბერი 2023, 14:08 535 ნახვა

საქართველო ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის მე-12 შეხვედრას მასპინძლობს. საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში 50-მდე დელეგატი მონაწილეობს.

კონფერენციის მთავარი  მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის  წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება და ამით ევროკავშირთან მეტად დაახლოვებაა. ღონისძიება რამდენიმე სესიად არის დაყოფილი, სადაც დელეგატები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის როლსა და  მოქალაქეებთან  ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგის მნიშვნელობაზე მსჯელობენ.

ორდღიან კონფერენციაზე დელეგატებმა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით  ანგარიშიც უნდა წარმოადგინონ. შეხვედრაზე  აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. 

ყოველწლიური როტაციის მიხედვით თანათავმჯდომარის სტატუსს, საქართველო ამჯერად უკრაინას გადააბარებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში