კანადის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს

06 სექტემბერი 2023, 20:01 611 ნახვა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლო ნახევარფინალისტი კანადის ნაკრები გახდა. ჟორდი ფერნანდესის შეგირდებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე სლოვენიის ნაკრები 100:89 დაამარცხეს.

კანადელთა რიგებში საუკეთესო შაი გილჯის-ალექსანდერი იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. სლოვენიის ნაკრებს კი 26 ქულით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა.

ამგვარად კანადის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 8 სექტემბერს სერბეთს დაუპირისპირდება. ამავე დღეს ფინალის მე-2 საგზურისთვის აშშ და გერმანია იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულის ვინაობა 10 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი