ხელვაჩაურში მოქალაქეების მიერ წარდგენილი ხუთივე პეტიცია დადებითად გადაწყდა. მოსახლეობამ პეტიციები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მოამზადეს. ხუთივე მათგანი, ხელვაჩაურის სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ეხებოდა. განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს გამგეობა პროექტებს შეიძენს, თანხებს კი, 2018 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.