ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები

06 სექტემბერი 2023, 11:39 410 ნახვა

საყანე ფართობები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 128 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით კი 40 ათას ჰექტარზე მეტი. უწყების ინფორმაციით,წელს სიმინდში ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი მინიმუმამდე არის დაყვანილი და, როგორც ფერმერები აღნიშნავენ, თითქმის 0%-ია. მავნებლის გამოზამთრების ფაზის მოახლოებასთან ერთად, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განათავსონ მექანიკური ხაფანგები

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში