ხვალ საქართველოს ჟოზეფ ბორელი ეწვევა

06 სექტემბერი 2023, 10:11 440 ნახვა

ხვალ საქართველოს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვევა.

ორდღიანი ვიზიტის დროს გათვალისწინებულია ბორელის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ასევე დეპუტატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში განხილვის მთავარი თემა, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში