წუთიერი დუმილით გაიხსნა საშემოდგომო პლენალური სხდომა პარლამენტში.დეპუტატებმა შოვში ტრაგედიისას დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. ოპოზიცია პასუხისმგებელი პირების გამოკვეთასა და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპონენტებს კი მმართველი გუნდი ტრაგედიით სპეკულირებაში ადანაშაულებს.კითხვები დაისვა დაგვიანებულ რეაგირებასა და ადრეული პრევენციის სისტემების არ არსებობაზე.