7-8 სექტემბერს საქართველოს ჯოზეფ ბორელი ეწვევა

05 სექტემბერი 2023, 14:44 382 ნახვა

საქართველოში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩამოდის. ჟოზეფ ბორელის ვიზიტი 7-8 სექტემბერსაა დაგეგმილი.

ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟოზეფ ბორელს ექნება შესაძლებლობა, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ბორელი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში