კანონპროექტს, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ეხება და რომლის მიხედვითაც უმაღლესმა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 1-ის ნაცვლად 3 წევრი უნდა წარადგინოს, ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
დღევანდელ სხდომას ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ესწრებოდა.
გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, იყო ხმაური და პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება.