სუბსიდიას სახელმწიფო წელსაც გასცემს და კახელი ფერმერები დაზიანებული ყურძნის სანაცვლოდ 90 თეთრს მიიღებენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ პრემიერმა გაახმოვანა, რომელიც ასევე პირველად გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
,,სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი დემონსტრაციულად არღვევს კანონს“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე განმარტა, თუ რატომ ეუბნება უარს სალომე ზურაბიშვილს მთავრობა ევროპულ ტურნეში წასასვლელად.