პრეზიდენტის იმპიჩმენტი

03 სექტემბერი 2023, 14:50 685 ნახვა

ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. სესიაზე გავა პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი, რა პროცესსაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ქართული ოცნების" უმრავლესობა იწყებს.

პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, რისთვისაც 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

თემაზე უკვე რამდენიმე დღეა კეთდება შეფასებები.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი