დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩი "ოკინავა არენაზე" თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
მეორე ჯგუფური ეტაპის K ჯგუფში ამ დროისთვის 4-4 გამარჯვებით ცხრილის სათავეში გერმანია და სლოვენია არის, ხოლო საქართველოსა და ავსტრალიას 2-2 მოგება აქვთ.
გამომდინარე აქედან მეოთხედფინალში გერმანელები და სლოვენიელები ითამაშებენ.
საქართველო და ავსტრალია კი ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 2 შეხვედრა მოიგო და საუკეთესო 16 ნაკრებს შორის შეძლო გასვლა.
დღესვე გერმანია და სლოვენია 15:10 საათზე ჯგუფში პირველი ადგილისთვის ითამაშებს.