პრეზიდენტის იმპიჩმენტი

02 სექტემბერი 2023, 14:50 585 ნახვა

მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. ''ქართული ოცნების'' უარის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ მაინც გაემგზავრა და ბოლო შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჰქონდა, მანამდე ის შეუთანხმებელი ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასაც შეხვდა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან განმარტებებს ელის თუ როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, ისინი არ აპირებენ ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირონ. პროცედურის მიხედვით, უახლოეს დღეებში პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყება, რისთვისაც 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი