"დინამო" ბათუმმა "სამგურალი" 4-1 დაამარცხა

01 სექტემბერი 2023, 23:35 948 ნახვა

ანდრეი დემჩენკო "დინამო" ბათუმში მუშაობას წარმატებულად აგრძელებს.

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ბათუმელებმა შინ წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლეს და 4-1 დაამარცხეს.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და გულშემატკივარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოპერატორის ალეკო აბაშიძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ანგარიში  28-ე წუთზე ფაცაციას გადაცემის შემდეგ ჯოვინომ გახსნა. 7 წუთში სხვაობა ორამდე პენალტიდან მამუჩაშვილმა გაზარდა.

ტაიმის მიწურულს კი "დინამო" 10 კაცის შემადგენლობით დარჩა. უხეშობისთვის მოსიაშვილი გააძევეს.
მეორე ტაიმში კაგაიამამ ანგარიში შემაცირა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ შავიზღვისპირელები კაცნაკლულები იყვენ 2 გოლის გატანა მაინც შეძლეს.

66-ე წუთზე ღუდუშაურმა ჯერ ზარიას გაატანინა, ხოლო 96-ე წუათზე კი იაკობსენს.

23 ჩატარებული მატჩის შემდეგ დემჩენკოს გაწვრთნილ "დინამოს" 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს. ამის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა და ბათუმელები მომდევნო მატჩს უკვე 16 სექტემბერს გასვლაზე "თელავთან" ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი