ქედის მუნიციპალიტეტში ცხმორისის თემში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ცხმორისი-კოკოტაური-ძანაძეების მიმართულებით 1,5 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაბიონების, კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.