3 სექტემბერს ხულოში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. ღონისძიება ცენტრალურ პარკში ჩატარდება. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება ხელნაკეთი ნივთები და ადგილობრივი ნაწარმი. მოეწყობა საბავშვო გასართობი შოუები.
კონცერტს ანსამბლი „გორდელა“ და ოთო ნემსაძის ბენდი გამართავს. ღონისძიება 19 საათზე დაიწყება.
“მუსიკალური საღამოები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.