მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ლიგაზე ასპარეზობის შანსი ერთბაშად ოთხ ქართველს ექნება: ხვიჩა კვარაცხელიას, დავით ხოჭოლავას, გიორგი გოჩოლეიშვილსა და ირაკლი აზაროვს.
ხვიჩა კვარაცხელიას ჯგუფში მადრიდის ''რეალთან'' მოუწევს თამაში, ''შახტარის'' ქართველები კი ''ბარსელონას'' დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ხოჭოლავას - მის გუნდს ჯგუფში ორი გრანდი ჰყავს მეტოქედ: ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი.