საკრებულოს სხდომა გაიმართა ქედაში. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს, მათგან ორი საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შპს-ებისთვის გადაცემას შეეხებოდა, რაც დადებითად შეფასდა.
დეპუტატებმა მოისმინეს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიშიც. ბიუჯეტი ხარჯვის ნაწილში 75 %-ითაა შესრულებული, რაც მომხსენებლის განმარტებით, ძირითადად ტენდერების ჩავარდნამ განაპირობა თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, წლის ბოლომდე ბიუჯეტი შესრულდება.