საბა საზონოვი ოფიციალურად იტალიის სერია A-ს კლუბის "ტორინოს" ფეხბურთელია. ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელებში უკვე დაადასტურა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბას სანაცვლოდ მოსკოვის "დინამო" 2.5 მილიონ ევროს და მისი მომავალი ტრანსფერის 15%-ს მიიღებს. თავად საზონოვი კი სეზონში 250 000 ევროს გამოიმუშავებს, პლუს ბონუსები.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ტურინულ გუნდში 15 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიასა (ნაპოლი) და გიორგი კვერნაძესთან (ფროზინონე) ერთად, საბა საზონოვი იტალიის სერია A-ში მოთამაშე მესამე ქართველი ლეგიონერი გახდა.
ივან იურიჩის გუნდი მომდევნო ტურში 3 სექტემბერს "ჯენოას" უმასპინძლებს.