დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში ვენესუელას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ამ დროისთვის საქართველოს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ვენესუელას 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილს იკავებს.