საბა საზონოვი კარიერას იტალიურ "ტორინოში" გააგრძელებს

29 აგვისტო 2023, 13:40 1026 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ "ტორინოში" გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

"ტორინო" 21 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის. საბა სამედიცინო შემოწმებას ტურინში ოთხშაბათს გაივლის.

ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი კვერნაძის შემდეგ, საზონოვი იტალიის მთავარ ლიგაში მესამე ქართველი ფეხბურთელი იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი