საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ქართველი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. მიმდინარე სეზონში გიორგიმ 3 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
წარსულში "აიაქსში" ორ ქართველს შოთა არველაძეს და გიორგი ქინქლაძეს აქვთ ნათამაშები.