"დინამო" ბათუმისა და "სამგურალის" მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

28 აგვისტო 2023, 13:32 731 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა საიტ: biletebi.ge-ზე უკვე დაიწყო. სტადიონის სალაროებში კი 31 აგვისტოდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 5,10,15 და 25 ლარია.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში ბათუმელები 49 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო იმერლები 39 ქულით მე-5 პოზიციას იკავებენ.

"დინამოსა" და "სამგურალის" დაპირისპირება პირველ სექტემბერს ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში