საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პლანეტის პირველობის მეორე ტურში ჯგუფის ფავორიტ სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველ ტურში ორივე ნაკრებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველომ კაბო-ვერდე 25 ქულის სხვაობით დაამარცხა, ხოლო სლოვენიამ 15 ქულით ვენესუელას აჯობა.
საქართველოსა და სლოვენიას შორის შეხვედრა დღეს 28 აგვისტოს თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
ამ მატჩამდე ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი შედგება, რომელშიც 12:00-ზე ერთმანეთს კაბო-ვერდე და ვენესუელა შეხვდებიან.