საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმმა გასვლაზე "გაგრა" 0-2 დაამარცხა და დემჩენკომ ბათუმურ კლუბში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.
პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა. 90-ე წუთზე სულთანიშვილის ავტოგოლის შემდეგ "დინამო" წინ გავიდა, ხოლო 95-ე წუთზე ვაწაძეს მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე ღუდუშაურმა საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა.
22 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 49 ქულით კომფორტულად ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი "დინამო" 1 სექტემბერს შინ "სამგურალის" წინააღმდეგ გამართავს.