გიორგი მიქაუტაძის გოლით "მეციმ" 3 ქულა მოიპოვა

27 აგვისტო 2023, 19:09 597 ნახვა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში "მეციმ" გიორგი მიქაუტაძის გოლით "კლერმონი" გასვლაზე 0-1 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა, რომელიც 69-ე წუთზე გაიტანა. მიქაუტაძე 86-ე წუთზე შეცვალეს.

სამი ტურის შემდეგ "მეცი" ჩემპიონატში 4 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძეს კი 3 მატჩში 2 გოლო და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

მომდევნო ტურში "მეცი" შინ "რეიმსს" 3 სექტემბერს უმასპინძლებს, თუმცა როგორც ფრანგული მედია წერს ქართველი შესაძლოა უახლოეს დღეებში ამსტერდამის "აიაქსში " გადავიდეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში