დღეს კვარაცხელია ახალ სეზონში პირველად ითამაშებს

27 აგვისტო 2023, 11:30 551 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" შინ "სასუელოს" უმასპინძლებს.

ქართველმა პირველ ტურში, "ფროზინონესთან" მცირე დაზიანების გამო ვერ ითამაშა. ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მოედანზეც პირველივე წუთებიდან იქნება.

ეს მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კვარაცხელიამ "სასუელოს" წინააღმდეგ 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში