UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაუბრუნდა.
სინგაპურში, UFC Fight Night 225-ზე ჭიკაიძემ ამერიკელ მებრძოლს ალექს კასერესს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.
ქართველმა შეხვედრის სამივე რაუნდი მოიგო და UFC-ში მერვე გამარჯვება მოიპოვა.
ამჟამად გიგა UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს.