საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველივე მატჩი მოიგო. ილია ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ პირველ ტურში კაბო-ვერდე მარტივად 25 ქულიანი სხვაობით 85-60 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 გადაცემა იყო. ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კი 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.
დღესვე თბილისის დროით 15:30 საათზე ჩვენი ჯგუფის წევრები სლოვენია და ვენესუელა ითამაშებს. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელესკოლა გადმოსცემს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კი მეორე ტურში 28 აგვისტოს თბილისის დროით 15:30 საათზე სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება.