“დინამო” ბათუმს ახალი მწვრთნელი ჰყავს

25 აგვისტო 2023, 17:57 1155 ნახვა

"დინამო" ბათუმს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბათუმურ კლუბს 47 წლის უკრაინელი ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის, მანამდე ის გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი იყო, პრესას დემჩენკო „დინამო ბათუმის“ ხელმძღვანელმა არჩილ ბერიძემ წარუდგინა. უკრაინელი მწვრთნელის მიზანი პირველი რიგში საქართველოს ჩემპიონობაა, შემდგომში კი ევროასპარეზზე წარმატებული ასპარეზობა. ანდრეი დემჩენკომ ხელშეკრულება ზღვისპირულ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმა. ის მიზეზებიც განმარტა თუ რატომ წამოვიდა გორის" დილადან"

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი