ფიგურულ ციგურაობაში 2023-2024 წლეების სპორტული სეზონი ოფიციალურად სტარტს იუნიორთა შორის გრან პრის ეტაპებით იღებს. პირველი ეტაპი 24-26 აგვისტოს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართება, სადაც 50 ქვეყნის 300- მდე სპორტსმენი იასპარეზებს.
ქართველი მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილი), კონსტანტინე სუპატაშვილი (ერთეული, ბიჭი) და მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი ( სპორტული ცეკვები) მესამე ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6-9 სექტემბერს სტამბოლში ჩატარდება.
იუნიორთა შორის გრან პრი ეტაპების განრიგი ასეთია: