ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში 18-24 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო “შავი ზღვა 2023”, სადაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ფინალურ დაპირისპირებაში აჭარის ნაკრები ლატვიის “ლიმბაზასთან'' დამარცხდა. “შავი ზღვა 2023-ის'' წლევანდელ გათამაშებაში გუნდები რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საქართველოდან და ლატვიიდან მონაწილეობდენ.