მასწავლებელთა ვაკანსიები მთიანი აჭარის სკოლებში

23 აგვისტო 2023, 11:05 1046 ნახვა
00:00
00:00

ხულოსა და შუახევში  მასწავლებელთა ასამდე  ვაკანტური ადგილია. შესაბამის პორტალზე მუნიციპალიტეტებში მოქმედ სკოლებს  უკვე გამოქვეყნებული აქვთ ვაკანტური პოზიციების დასახელებები.

პედაგოგთა დეფიციტი მაღალი მიგრაციით არის გამოწვეული, ამას ემატება კიდევ ერთი გარემოება, რომ პედაგოგთა ნაწილმა საგნის გამოცდის კომპეტენცია ვერ დაადასტურა.

რესურსცენტრში განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ადგილები არ შეივსება სამინისტროს წერილობით მიმართავენ და პედაგოგებს სხვა რეგიონებიდან მიიწვევენ.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში