დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში ბრალი წარუდგინა. ამჟამად გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.გოდოლაძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაწერა რომ ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 2 წლის წინანდელ ფაქტს ეხება, სადაც ის არა მოძალადე, არამედ თავად იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.